აპარატის მოვლა
თქვენი მოწყობილობა წარმოადგენს უმაღლესი
დიზაინის მქონე და ოსტატურად დამუშავებულ
პროდუქტს, რასაც ფაქიზი მოპყრობა სჭირდება.
შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ საგარანტიო
პირობების დაცვაში.
•
არ დაასველოთ მოწყობილობა. ატმოსფერული
ნალექი, სინესტე და ყველა სახის სითხე თუ
ნესტი შეიძლება შეიცავდეს მინერალებს,
რომლებიც იწვევს ელექტროსქემების დაჟანგვას.
თუ მოწყობილობა დაგისველდათ, მოხსენით
კვების ელემენტი და ხელახლა გაუკეთეთ, მას
შემდეგ რაც აპარატი მთლიანად გაშრება.
•
არ გამოიყენოთ და არ შეინახოთ მოწყობილობა
მტვრიან და ჭუჭყიან ადგილებში. მისი მოძრავი
ნაწილები და ელექტრონული კომპონენტები
შეიძლება დაზიანდეს.
•
არ შეინახოთ მოწყობილობა ძალზე მაღალ ან
დაბალ ტემპერატურაზე. მაღალმა
ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს
ელექტრონული მოწყობილობების მუშაობის
ხანგრძლივობის შემცირება, კვების ელემენტის
დაზიანება და ზოგიერთი პლასტმასის ნაწილის
დეფორმაცია და დნობა. როდესაც აპარატი
გათბება და დაუბრუნდება მისთვის ნორმალური
ტემპერატურა, მოწყობილობის შიგნით შეიძლება
გაჩნდეს ნესტი და დაზიანდეს ელექტრონული
სქემის დაფები.
•
არ შეეცადოთ გახსნათ მოწყობილობა,
წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემული
ინსტრუქციის დაუცველად.
•
არ დააგდოთ, არ დაარტყათ და არ შეანჯღრიოთ
მოწყობილობა. უხეში მოპყრობით შეიძლება
დაზიანდეს ელექტროსქემის დაფა და ფაქიზი
მექანიზმები.
•
მოწყობილობის გასასუფთავებლად არ
გამოიყენოთ უხეში ქიმიკატები, გამწმენდი
ხსნარები, ან ძლიერი სარეცხი საშუალებები. ამ
მოწყობილობის ზედაპირის გასაწმენდად
გამოიყენეთ მხოლოდ რბილი, სუფთა, მშრალი
ნაჭერი.
•
არ შეღებოთ მოწყობილობა. საღებავმა შეიძლება
გაჭედოს მოძრავი ნაწილები და ხელი შეუშალოს
გამართულ მუშაობას.
•
გამოიყენეთ მხოლოდ მოწოდებული, ან
ნებადართული შემცვლელი ანტენა.
ნებადაურთავი ანტენების, მოდიფიკაციების, ან
დამატებების გამოყენებით შეიძლება დაზიანდეს
მოწყობილობა და დაირღვეს
რადიომოწყობილობების გამოყენების შესახებ
დებულებები.
•
დამტენი გამოიყენეთ შენობაში.
•
დაარეზერვეთ ყველა მონაცემი, რომელთა
შენახვაც გსურთ, მაგალითად, კონტაქტები და
კალენდარული შენიშვნები.
•
ოპტიმალური მუშაობისთვის მოწყობილობის
დროდადრო გადატვირთვის მიზნით, გამორთეთ
აპარატი და მოხსენით კვების ბლოკი.
ეს რჩევები თანაბრად ეხება მოწყობილობას, კვების
ელემენტს, დამტენს და ნებისმიერ სხვა აქსესუარს.