Nokia 1202 - ზოგადი ინფორმაცია

background image

ზოგადი ინფორმაცია
თქვენი მოწყობილობის შესახებ

უკაბელო მოწყობილობა, რომელიც აღწერილია ამ

სახელმძღვანელოში, გამოიყენება ქსელში: EGSM 900

and 1800 networks. დაუკავშირდით თქვენი სერვისის

პროვაიდერს ქსელის შესახებ დამატებითი

ინფორმაციის მისაღებად.

შესაძლოა, თქვენს მოწყობილობას წინასწარ ჰქონდეს

დაინსტალირებული სანიშნეები და ბმულები მესამე

მხარის ინტერნეტ–საიტებზე და შეიძლება საშუალება

გქონდეთ გახსნათ მესამე მხარის საიტები. ისინი არ

არიან აფილირებული Nokia-სთან და Nokia არანაირ

მოვალეობას ან პასუხისმგებლობას არ იღებს მათზე.

სიფრთხილე გმართებთ ასეთი საიტების გახსნის

დროს.

გაფრთხილება:

ამ მოწყობილობის ნებისმიერი ფუნქციის

გამოსაყენებლად, მაღვიძარას ფუნქციის გარდა,

მოწყობილობა ჩართული უნდა იყოს. არ ჩართოთ

მოწყობილობა, როდესაც მობილურმა მოწყობილობამ

შეიძლება გამოიწვიოს ტალღების ზედდება, ან შექმნას

საშიშროება.

ამ მოწყობილობის გამოყენების დროს დაიცავით

ყველა კანონი და პატივი ეცით ადგილობრივ წეს-

ჩვეულებებს, სხვების პირადულობასა და კანონიერ

უფლებებს, საავტორო უფლების ჩათვლით. საავტორო

უფლებების დაცვა უზრუნველყოფს გამოსახულებას,

მუსიკასა და სხვა შიგთავსს კოპირებისგან,

შეცვლისაგან და გადაცემისაგან.

შეინახეთ სარეზერვო ასლები, ან გააკეთეთ ჩანაწერები

თქვენს მოწყობილობაში შენახული ყველა

მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ.

ნებისმიერ სხვა მოწყობილობასთან მისაერთებლად

წაიკითხეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო,

უსაფრთხოების შესახებ დეტალური ინფორმაციის

გასაცნობად. არ მიუერთოთ არათავსებადი პროდუქტი.

ნახატები ამ ცნობარში შეიძლება განსხვავდებოდნენ

თქვენი მოწყობილობის ეკრანზე გამოსახულისაგან.

თქვენი მოწყობილობის შესახებ დამატებითი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იხილეთ მომხმარებლის

სახელმძღვანელოში.

ქსელის მომსახურებები

მოწყობილობის გამოსაყენებლად უნდა ისარგებლოთ

მობილურის სერვისის პროვაიდერის მომსახურებით.

ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება არ ჰქონდეს ყველა

ქსელს; სხვა ფუნქციების გამოსაყენებლად შეიძლება

დაგჭირდეთ სპეციალური შეთანხმება თქვენი

სერვისის პროვაიდერთან. ქსელის გამოყენებით ხდება

მონაცემთა გადაცემა. ქვეყნის შიდა ქსელისა და

როუმინგის დროს ქვეყნის გარეთ სხვა ქსელების

გამოყენების ფასების გასაგებად მიაკითხეთ სერვისის

პროვაიდერს. თქვენი სერვისის პროვაიდერი აგიხსნით,

თუ რა ფასებია დაწესებული.

თქვენი სერვისის პროვაიდერმა შეიძლება

მოგთხოვოთ, რომ ზოგიერთი ფუნქცია გამორთოთ ან

არ ჩართოთ თქვენს მოწყობილობაში. ამ შემთხვევაში,

ეს ფუნქციები არ გამოჩნდება თქვენი მოწყობილობის

მენიუში. თქვენს მოწყობილობას შეიძლება ასევე

ჰქონდეს ისეთი შერჩევითი ელემენტები, როგორიცაა

მენიუს სახელები, მენიუების დალაგების ფორმა და

პიქტოგრამები.

დახმარება

თუ გსურთ პროდუქტის გამოყენების შესახებ

შეიტყოთ მეტი, ან თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში,

თუ როგორ მუშაობს თქვენი აპარატი, იხილეთ

მომხმარებლის სახელმძღვანელო ან დახმარების

გვერდები www.nokia.com/support, ან Nokia–ს

ადგილობრივი ვებსაიტი, ან მობილური

მოწყობილობით გახსენით www.nokia.mobi/support.

თუ ამით არ მოგვარდება თქვენი საკითხი, იმოქმედეთ

შემდეგნაირად:

გადატვირთეთ მოწყობილობა: გამორთეთ

აპარატი და ამოიღეთ კვების ელემენტი.

დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ ჩადეთ

კვების ელემენტი და ჩართეთ აპარატი.

ქარხნული პარამეტრების დაბრუნება შეგიძლიათ

ისე, როგორც ეს აღწერილია მომხმარებლის

სახელმძღვანელოში.

თუ საკითხი კვლავ მოუგვარებელია, დაუკავშირდით

Nokia–ს, შეკეთების ვარიანტების გასაგებად.

იხილეთwww.nokia.com/repair. სანამ აპარატს

შესაკეთებლად გაგზავნით, ყოველთვის შეინახეთ

თქვენს აპარატში მყოფი მონაცემების სარეზერვო

ასლები.